ქეცბაიასთან კონტრაქტი მალე გაფორმდება - ქართველი მწვრთნელი ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს #1TVSPORT
ქეცბაიასთან კონტრაქტი მალე გაფორმდება - ქართველი მწვრთნელი ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს #1TVSPORT

„ანორთოსისში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რომ უახლოეს მომავალში თემურ ქეცბაიას გუნდში საკითხი დაიხურება – ინფორმაციას „სიგმალაივი“ ავრცელებს.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას თანამშრომლობის განახლების თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრზე, მაგრამ რჩება საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს. ეს ეხება ბიუჯეტს, რომლის გაზრდასაც ქართველი მწვრთნელი ითხოვს. თემური თვლის, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დახმარებით შეუძლია შექმნას გუნდი, რომელსაც შეუძლია ეროვნული ჩემპიონატი მოიგოს. ამავე დროს, ევროთასებზე (ევროპის ლიგაზე და საკონფერენციო ლიგაზე) მიღებული საპრიზო თანხებით დანამატის ოდენობის გადაფარვა მოხერხდება,“ – წერს გამოცემა.

„სიგმალაივის“ ცნობით, გუნდი ამაზე თანახმაა:

„გუნდის მენეჯმენტი აღიარებს, რომ მათი მწვრთნელის პრეტენზიები არ არის უსაფუძვლო, მაგრამ მათ სურთ დარწმუნდნენ იმაში, რომ კლუბში ფინანსური სტაბილურობა არ დაირღვევა, რაც მიზნად მოთამაშეთა წინაშე ვალდებულებების შესრულებას და დავალიანების დაფარვას ისახავს. ბიუჯეტის ზრდის ნაწილს დაფარავს ძირითადი აქციონერი ქრისტოს პულაიდისი, ხოლო დანარჩენ ნაწილს დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებისგან მოითხოვენ. მას შემდეგ, რაც დადგინდება მისი მონაწილეობის პროცენტი ამ ზრდაში და გამოიყოფა საჭირო რესურსები, ქეცბაიას დარჩენის ბოლო დაბრკოლებაც მოიხსნება“.