ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გადადებული მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრა მოიგო, მდგომარეობა გაიუმჯობესა და სატურნირო ცხრილში საგრძნობი ნახტომი გააკეთა.

ფამაგუსტას კლუბმა გასვლაზე პაეეკ-თან პირველი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელიც იმიტომ გადაიდო, რომ ქეცბაიას გუნდი ევროტურნირზე გამოსვლისთვის უკეთ მომზადებულიყო.

შეხვედრა „ანორთოსისის“ უპირატესობით წარიმართა და გუნდმა დამაჯერებლად მოიგო. მასპინძელთა კარი მე-10 წუთზე სერბმა თავდამსხმელმა, მილოშ დელეტიჩმა აიღო, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

ამ გამარჯვებით, 14 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 22 ქულა დააგროვა და მეექვსედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, რაც საჩემპიონო ექვსეულში თამაშისა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა.

ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა, ნიკა კაჭარავა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადშიც არ იყო და ფაქტობრივად, გუნდიდან წასულია.