ქეცბაიამ მედიას სამაგიერო გადაუხადა - მორიგი რეზონანსული პრესკონფერენცია ლაკონური კომენტარებით
ქეცბაიამ მედიას სამაგიერო გადაუხადა - მორიგი რეზონანსული პრესკონფერენცია ლაკონური კომენტარებით

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, მაგრამ ფამაგუსტას „ანორთოსისის~~ მთავარმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, არაფერი ილაპარაკა. კვიპროსული მედიის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ქეცბაიამ დასჯისთვის მედიას სამაგიერო გადაუხადა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ შინ ლიმასოლის „აპოლონთან“ 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ წაგებით და გიორგი ლორიაზე თავდასხმით აღშფოთებული „ანორთოსისის“ მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, მაგრამ სულ ორიოდე სიტყვა თქვა – „კომენტარის გარეშე” და დარბაზი დატოვა. კვიპროსის ჩემპიონატის დებულებით, მწვრთნელებს გააჩნიათ ვალდებულება, პრესკონფერენციაზე განვლილ თამაშზე კომენტარი გააკეთონ. ამის გამო ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მედიასთან დაწესებული ურთიერთობის ნორმების უგულებელყოფის გამო დასაჯა.

„ლიმასოლის „აპოლონთან“ ნათქვამი ცნობილი ფრაზის („კომენტარის გარეშე“) შემდეგ, „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე მორიგი „სიტყვით“ გამოვიდა. ამჯერად, ყველა კითხვაზე პასუხობდა – „ყველაფერი კარგია“. როდესაც ჰკითხეს, თავისი გუნდის გამარჯვებას როგორ შეაფასებდა, განსხვავებული პასუხი მხოლოდ მაშინ გასცა და კვლავ ერთი სიტყვა – „არაუშავდა“. ეს იყო პასუხი ჟურნალისტებზე, რომლის გამოც ის ერთი კვირის წინ დასაჯეს. როგორც ჩანს, „ანორთოსისის“ მწვრთნელი უკმაყოფილოა სპორტული არბიტრაჟის სასჯელით და ეს გააკეთა როგორც საპასუხოდ ჯარიმა, მაგრამ მედიასთან გამოცხადებით სასჯელი თავიდან აიცილა“, – წერს კვიპროსული გამოცემა tothemaonline.