ქეცბაიამ გუნდს სპარინგები დაუგეგმა
ქეცბაიამ გუნდს სპარინგები დაუგეგმა

თემურ ქეცბაია ევროპის ლიგისა და კვიპროსის ახალი ჩემპიონატისთვის ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მომზადებას აგრძელებს, რის ფარგლებშიც ქართველმა მწვრთნელმა საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა.

გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, პირველი და ბოლო მატჩები ფამაგუსტელთა სტადიონზე, „ანტონის პაპადოპულოზე“ გაიმართება.

ქეცბაიას გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას „აპოლონთან“ 18 ივლისს ჩაატარებს, აეკ-თან – 25 ივნისს, 2 აგვისტოს – „აპოელთან“, ასევე აელ-თან ითამაშებს, მაგრამ მატჩის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა, ხოლ ბოლოს – 14 აგვისტოს „პაფოსს“ შეხვდება.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „ანორთოსისი“ მხოლოდ ჯანო ანანიძემ დატოვა. გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ამ ეტაპზე გუნდში არიან.

კვიპროსში ახალი სეოზნი 22-23 აგვისტოს დაიწყება, ამის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროპა ლიგის მე-2 შესარჩევი ეტაპზე ითამაშებს, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება.