დღეს კვიროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გუნდი საკუთარ სტადიონზე, ლარნაკაში ჩემპიონატის ლიდერთან, ნიქოზიას „ომონიასთან“ მორიგი ტურის მატჩს გამართავს.
კვიპროსული მედიის ცნობით, „აპოელთან“ მოგებული (1:0) პირველი სათასო ნახევარფინალის შემდეგ, თემურ ქეცბაია შემადგენლობას შეცვლის. მურთაზ დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან გაძევებით გამოწვეული დისკვალიფიკაცია დაუსრულდა.
სამაგიეროდ, „ანორთოსისს“ ორი ქართველი დააკლდება. „ომონიასთან“ ლარნაკაში „ანორთოსისი“ მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ისახავს, მაგრამ თემურ ქეცბაიასთვის ახლა პრიორიტეტული კვიპროსის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩია, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. ამ მიზნით, ქეცბაია, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას დაასვენებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია არიან გუნდის მთავარი შემტევები – თორნიკემ სეზონში ცხრა გოლი გაიტანა, ქვილითაიამ – 14. ეს ჯამში, „ანორთოსისის“ მიერ სეზონში გატანილი (42) გოლების ნახევარზე მეტია.