ქაზემ ღარიბაბადი – ნებისმიერ განახლებულ სამხედრო აგრესიაზე ირანის პასუხი მისი წინა რეაქციებისგან განსხვავებული იქნება
ნებისმიერ განახლებულ სამხედრო აგრესიაზე ირანის პასუხი მისი წინა რეაქციებისგან განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ომი ირანს არ წამოუწყია და იგი მუდმივად იცავდა თავს აგრესიისგან.
ღარიბაბადიმ იმედი გამოთქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები გონიერებას გამოიჩენენ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის განახლება. ქაზემ ღარიბაბადიმ ასევე ხაზი გაუსვა იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემის აუცილებლობას საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც თავს დაესხნენ სკოლას ომის პირველ დღეს. მან აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის სამართლებრივი გზით წარმართვაზე.