ქაზემ ღარიბაბადი – ირანის წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებში ევროპის დახმარება უპასუხოდ არ დარჩება

12:03, 25.09.2026

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებში ევროპის დახმარება უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მოქმედების მხარდასაჭერად ევროპული ბაზების გამოყენების თაობაზე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებების საპასუხოდ, ირანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროპა პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.

ღარიბაბადიმ აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებებმა ნათელყო ევროპის როლი აშშ-ის უკანონო კამპანიის ხელშეწყობაში.

„მთავრობებმა, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია შეერთებულ შტატებს განკარგულებაში გადასცეს, პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ეს მონაწილეობა უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მსგავსი