ქავთარაძის „ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის პრემიერლიგაში გადავიდა #1TVSPORT
ქავთარაძის „ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის პრემიერლიგაში გადავიდა #1TVSPORT

ბექა ქავთარაძის „ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის პრემიელრიგაში დაწინაურდა. გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა ტომის „ტომსკთან“ 1:1 დაასრულა.

გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და წესით, პრემიერლიგის საგზურს ვერ მიიღებდა, რომ არა რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის გადაწყვეტილება – აღმასკომის წევრებმა გააუქმეს პლეი-ოფის მატჩები იმ კლუბებს შორის, რომლებმაც პირველ ლიგაში მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს. მიზეზი ისაა, რომ პრემიერლიგის ლიცენზია ვერ მიიღეს მეორეადგილოსანმაორენბურგმა” და მეოთხეადგილზე გასულმა ვლადიკავკაზის „ალანიამ“.

ამრიგად, პრემიერლიგის მეორე საგზური მიიღო „ნიჟნი ნოვგოროდმა“, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა და პრემიერლიგის ლიცენზია მიიღო. გუნდთან ერთად ლიგაში საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ბექა ქავთარაძეც ითამაშებს, რომელიც გუნდს იანვარში შეუერთდა და 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ასევე გუნდში ირიცხება 24 წლის მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.