ქავთარაძემ თურქულ შეკრებაზე მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა
ქავთარაძემ თურქულ შეკრებაზე მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა

„საბურთალოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ბექა ქავთარაძე რუსეთის პირველი ლიგის „ნიჟნი ნოვგოროდს“ თურქულ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფებოდა და თავი გამოიჩინა. გამოცემა „სპორტბოქსის“ ცნობით, 21 წლის ქართველი ფორვარდი „ნიჟნი ნოვგოროდში“ ითამაშებს, ტრანსფერი უახლოესი დღეების საქმეა, რადგან მის საკითხს ცნობილი ქართველი საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი აგვარებს.

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გუნდის შემადგენლობაში უკვე ითამაშა ამხანაგური შეხვედრა და დუბლიც გაიფორმა. „ნიჟნი ნოვგოროდი“ კოსოვოს გუნდთან, „დრიტასთან“ სპარინგი ჩაატარა და თავი დუბლით გამოიჩინა, ხოლო მისმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

„ნიჟნი ნოვგოროდის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტ ევდოკიმოვმა თურქეთში დასრულებული პირველი შეკრება დაასრულა და ქართველ ფეხბურთელზეც ილაპარაკა.

„ქავთარაძემ პირველ თამაშში ორი გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში ძალიან ნაყოფიერად იმოქმედა. მეორე შეკრებაზე ბექა ჩვენთან დარჩება. ჩვენ გვინდა მას შანსი მივცეთ“, – განაცხადა ევდოკიმოვმა.

„დინამო თბილისის“ 21 წლის აღზრდილი ჯერ „რუსთავში“ ასპარეზობდა, მისი ბოლო კლუბი კი „საბურთალო“ იყო. საერთო ჯამში, საქართველოს ჩემპიონატში მან 63 თამაშში 18 გოლი გაიტანა და 6 პასი გააკეთა.

საინტერესოა, რომ გუნდშია 23 წლის მარცხენა მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელიც წელს რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარში“ ჩაირიცხა და „ნიჟნი ნოვგოროდში“ იჯარით გადავიდა. ევდოკიმოვმა მასზეც ილაპარაკა: „ჩვენ ლეოს ძალიან კარგად ვიცნობთ. მან დაცვაც და კარგად იცის და შეტევაში ჩართვაც. ჩვენ გვჯერა, რომ გოგლიჩიძე ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად გააძლიერებს“.

„ნიჟნი ნოვგოროდი“ მეორე თურქულ შეკრებას 5-დან 20 თებერვლამდე ისევ ბელკში ჩაატარებს და ექვს ტესტ-მატჩს გამართავს და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინთან”.

„ნიჟნი ნოვგოროდი“ პირველ დივიზიონში ლიდერობს, 3 ქულით უსწრებს სამარას „კრილია სოვეტოვს“ და დიდი ალბათობით, პრემიერლიგაში გადავა.

 

ფოტო: FC Saburtalo