ქავთარაძემ „რუსთავი“ დატოვა - „საბურთალომ“ პირველი ტრანსფერი დაადასტურა
ქავთარაძემ „რუსთავი“ დატოვა - „საბურთალომ“ პირველი ტრანსფერი დაადასტურა
ბექა ქავთარაძე „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ საქართველოს პირველ არხს „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაუდასტურა.
 
„ქავთარაძეს უკვე შევუთანხმდით და მასთან კონტრაქტს გავაფორმებთ. ხელშეკრულების ვადა ერთ წელზეა გათვლილი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაშია.
20 წლის ფლანგის თავდამსხმელი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. გუნდი 2018 წელს უცხოეთში წასვლის იმედად დატოვა, მაგრამ ბოლო ორი სეზონი „რუსთავში“ გაატარა. დასრულებულ სეზონზე გუნდი ლიგა2-ში დაქვეითდა და ქავთარაძემ დაბალ ლიგაში თამაში არ ისურვა.
2019 წელს, „რუსთავში“ ჩატარებულ 22 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ბექა ქავთარაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ევროშესარჩევ ციკლში 5 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი).