ქავთარაძე ცხადაძის პირველი არჩევანია - „დინამო თბილისმა“ მოთამაშე უნგრეთიდან დაიბრუნა #1TVSPORT
ქავთარაძე ცხადაძის პირველი არჩევანია - „დინამო თბილისმა“ მოთამაშე უნგრეთიდან დაიბრუნა #1TVSPORT

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახა ცხადაძემ მორიგი ვარჯიში გამართა. „დინამო თბილისი“ უახლოეს შეხვედრას ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ეგიდით, 9 ივნისს, ქობულეთის „შუქურასთან“ „დინამო არენაზე“ გამართავს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, „დინამო თბილისში“ პირველი ტრანსფერი განხორციელდა – ნოდარ ქავთარაძე ისევ საქართველოს ჩემპიონის მოთამაშე გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისურ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. ქავთარაძე „დინამოში“ 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და 2020 წლის ბოლომდე თამაშობდა.

2021 წლის იანვარში ქავთარაძე უნგრულ „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა, მაგრამ ეს უიღბლო ტრანსფერი აღმოჩნდა – ჩასვლისთანავე მძიმედ დაშავდა და მხოლოდ გაზაფხულზე მომჯობინდა და გუნდის შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა.

ქავთარაძე მოსკოვშია დაბადებული და მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა „ლოკომოტივი 2-ში“ 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. შემდეგ ითამაშა „ტიუმენში“, „როსიჩში“, საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა, მერე იყო გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“ (2019), „დინამო თბილისში“ კი 2019 წლიდან თამაშობს.