გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ემზადება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე  თბილისშია და ახალი სეზონისთვის „დინამოს“ ბაზაზე ემზადება.

მისი გუნდის, „გენტის“ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სადაც გიორგი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს. მას თან ახლავს „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელი იური გურკინკი.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ 2020-21 წლების სეზონი აქტიურად დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბერს ტრავმა გაუმიზეზდა და მას მერე მკურნალობს. განვლილ სეზონში მას ბელგიის ჩემპიონატში სულ 3 მატჩი აქვს ნათამაშები.