ქაშმირის რეგიონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრი მოკლეს
ქაშმირის რეგიონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრი მოკლეს

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის პარტიის წევრი, შეიხ ვასიმ ბარი, მამასთან და ძმასთან ერთად მოკლეს.

შეიხ ვასიმ ბარი ქაშმირის რეგიონში პარტიის საბჭოს აღმასრულებელი წევრი იყო. გარდაცვლილი პოლიტიკოსის ძმა და მამა ასევე ინდოეთის სახალხო პარტიის წევრები იყვნენ. ჯერ უცნობია, რომელი დაჯგუფება დგას თავდასხმის უკან.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ადგილზე სულ მცირე ორი შეირაღებული თავდამსხმელი იმყოფებოდა.

როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, ბარი რეგიონში მმართველი პარტიის სახეს წარმოადგენდა.