ქაშმირის რეგიონში ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შედეგად სამი ინდოელი სამხედრო დაიღუპა

12:03, 16.06.2020

სამი ინდოელი სამხედრო დაიღუპა ქაშმირის რეგიონში ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შედეგად. ინციდენტი ლადახში მოხდა.

ინდოეთის შეირაღებული ძალების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები შეხვედრას მართავენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.

მსგავსი