ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

რუსეთის ქალაქ სოჭში, სამბოში მსოფლიო ჩემპიონატში, პირველი დღისგან განსხვავებით, მეორე დღეს მამაკაცთა ტურნირზე საქართველოს ნაკრები წარმატებით გამოვიდა და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა დავით ლორიაშვილი, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელთან ალსიმ ჩერნოსკულოვთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები დიდ იმედებს ამყარებდა ლევან ნახუცრიშვილზე, რომელიც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. წელს ის ბელარუსში ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ სოჭში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ამ წონაში ჩემპიონი ტაჯიკი ბეჰრუზი ხოჯაზოდა გახდა.