ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს.
ანდრეი სლეპცოვი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულია, გიორგი ზარქუა – ვერცხლის მედლის მფლობელი, დავით მაქაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულია, ვერცხლის მედალს კი გოგა ხახალაშვილი დაეუფლა. შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლები ლია ჩაჩიბაიამ, ანა ჯაფარიძემ, გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.
სულ საქართველოს პარანაკრების ანგარიშზე 16 მედალია (პარაძიუდოში შვიდი მედალი). ტურნირზე 45 ქვეყნის 1500 პარაათლეტი ასპარეზობს. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტითაა წარმოდგენილი.