ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ექვსი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულია, ვერცხლის მედალს კი გოგა ხახალაშვილი დაეუფლა. შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლები ლია ჩაჩიბაიამ, ანა ჯაფარიძემ, გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.
სულ საქართველოს პარანაკრების ანგარიშზე 13 მედალია (პარაძიუდოში შვიდი მედალი). საერთო ჩათვლაში ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.
ტურნირზე სულ 45 ქვეყნის 1500 პარაათლეტი ასპარეზობს. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტითაა წარმოდგენილი.
დღეს ევროპის პარაჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას როტერდამში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ოთხი წევრი დაიცავს – იგორ დენისენკო (-80 კგ), დავით მაქაძე (აბსოლუტური), გელა ზარქუა (-80 კგ) და ანდრეი სლებცოვი (-80 კგ).