ქართველმა ნიჩბოსნება გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს | მინსკი 2019 [ვიდეო]
ქართველმა ნიჩბოსნება გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს | მინსკი 2019 [ვიდეო]

დღეს კანოესა და კაიაკში, 200 მეტრ დისტანციაზე რბოლებში, ფინალები გაიმართა. ქართველი ნიჩბოსნებიდან პირველი სტარტზე ბადრი ყაველაშვილი დადგა, რომელიც მცირე ფინალში გამოდიოდა. ფინიშთან კაიაკით მბროლელი 38.095 წამში მივიდა, რაც მცირე ფინალში საუკეთესო შედეგი იყო. ამ მაჩვენებლით, ყაველაშვილმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. 200 მეტრ დისტანციაზე კაიაკით რბოლა ფრანგმა მაქსიმ ბუმონმა მოიგო. მანძილის დასაფარად მას 38.976 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 39.149 წამით უნგრელმა ბალაზს ბირკასმა დაიკავა. ბრინჯაოს მედალი ბელარუსმა დმიტრი ტრატსიაკუმ მოიპოვა, რომელმაც მიზანს 39.351 წამში მიაღწია.

მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი რბოლაში, ზაზა ნადირაძემ. ფინიშის ხაზი მან 44.955 წამში გადაკვეთა. ამ დისციპლინაში საუკეთესო 42.835 წამით ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ბელარუსი არსტემ კოზირი იყო. 43.353 წამით მეორე ადგილზე იტალიელი ნიკოლაე კრაჩუნი გავიდა. 44.255 წამით მესამე პოზიცია ესპანელმა ალფონსო ბენავიდესმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ევროპულ თამაშებზე ის ტრავმით ასპარეზობდა.

ქალთა შორის კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე რბოლის ფინალში იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა. ფინიშთან მისასვლელად მას 54.691 წამი დასჭირდა და შეჯიბრი მე-8 ადგილზე დაასრულა. ამ დისციპლინაში გამარჯვება ბელარუსმა ალენა ნაზდროვამ მოიპოვა, რომელმაც დისტანცია 50.351 წამში დაფარა. მეორე გერმანელი ლიზა იანი იყო, რომელიც ნაზდროვას 1.305 წამით ჩამორჩა. ბრინჯაო პოლონელმა დოროტა ბოროვსკამ მოიპოვა. ის ფინიშთან 51.731 წამში მივიდა.