ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე იასპარეზეს
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე იასპარეზეს

მადრიდი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს მასპინძლობს. საქართველო ტურნირზე ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ინდივიდუალურ შეჯიბრში ყველაზე კარგი შედეგი სანდრო ბაზაძემ აჩვენა. ის საუკეთესო 16 მონაწილეს შორის მოხვდა. ბაზაძე ასპარეზობაში T64-დან ჩაერთო. პირველი მეტოქე, უკრაინელი ანდრეი იაგოდკა ანგარიშით 15-14 დაამარცხა. შემდეგ გერმანელ მატიას შაბოს 15-13 სძლია, T16-ში კი ამერიკელ ელი დერშვიცთან 8-15 წააგო.

მიხეილ მარდალეიშვილი ტურნირს T64-დან გამოეთიშა. მან ჯერ ბრიტანელ კერტის მილერს 15-8 მოუგო, შემდეგ ამავე ანგარიშით გერმანელ ლუის ბონაჰთან შეხვედრაში გაიმარჯვა. ბოლო ბრძოლა სამხრეთ კორეელ ჯუნჰვანგ კიმთან გამართა და 8-15 დამარცხდა.

ბექა ბაზაძემ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა. უნგრელ იშტვან კოვაჩს 15-10 სძლია, უკრაინელი ანდრეი იაგოტკას ბარიერი კი ვერ დაძლია. შეხვედრა 15-11 დასრულდა. მეოთხე ქართველმა მოფარიკავე საბა სულამანიძემ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

მსოფლიო თასზე დღეს ჯგუფური შეჯიბრი იმართება.