ბარსელონამ 14 წლამდე მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირს, ტროფეუ სანტ ჟორდის (Trofeu Sant Jordi) უმასპინძლა. შეჯიბრში 12 ქვეყნის მოზარდ მოფარიკავეებთან ერთად ქართველებიც ასპარეზობდნენ. ხმლით ფარიკაობაში მონაწილეობა რვა ქართველმა მიიღო. ვაჟებში ალექსანდრე თავართქილაძე, ლევან აბუაშვილი, ალექსანდრე ზაალიშვილი და ნოდარ ბრეგვაძე შეეცადნენ წარმატების მიღწევას, გოგონებში კი მარიამ ქაჩლიშვილი, მარიამ მარდალეიშვილი, ანი მაისურაძე და ანასტასია ცანავა გამოვიდნენ.
ტურნირი წარმატებული ქართველი დაშნით მოფარიკავესთვის, ლუკა კაჭარავასთვის აღმოჩნდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 12-დან 10 შეხვედრა მოიგო, პლეიოფშიც ყველა დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ივან ნესტერიუკს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა 15-7 მოიგო და ტროფეუ სანტ ჟორდის (Trofeu Sant Jordi) გამარჯვებული გახდა.