ქართველმა კანონმდებლებმა შვეიცარიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს
ქართველმა კანონმდებლებმა შვეიცარიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს

შვეიცარიას შეუძლია, დაგვეხმაროს იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქართველმა კანონმდებლებმა დორის ლოტჰარდის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, შვეიცარია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა.

„შეხვედრაზე ჟენევის ფორმატის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ჩვენი მთავარი პოზიცია იყო, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სულ მალე ძალაში შევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მათ შორის შვეიცარიასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქტივობას გამოიწვევს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.