ქართველმა არბიტრებმა ევროპალიგაზე იმსაჯეს #1TVSPORT
ქართველმა არბიტრებმა ევროპალიგაზე იმსაჯეს #1TVSPORT

8 სექტემბერს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები დაიწყო. უეფა-ს გადაწყვეტილებით, მატჩებზე ქართველ არბიტრთა ჯგუფი დაინიშნა.

ჩვენი მსაჯები ემსახურებოდნენ კვიპროსული „აეკისა“ და ფრანგული „რენის“ მატჩს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.

„აეკის“ და „რენის“ შეხვედრა ლარნაკაში გაიმართა და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და ფრანგებმა 2:1 გაიმარჯვეს.

ქართველ არბიტრებს მკაცრად არ უმსაჯიათ – გიორგი ყრუაშვილმა ყვითელი ბარათი ორივე გუნდის თითო მოთამაშეს აჩვენა.