ქართველი სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე მსოფლიო დონის სპორტსმენების სამეულში მოხვდა #1TVSPORT

16:49, 09.09.2026

ქართველი სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე ფინეთის ქალაქ სანვოლინოში გამართულ წმინდა ოლაფის ფესტივალზე საუკეთესოთა სამეულში მოხვდა.

ფესტივალს წელს პირველად დაემატა Strong Men-ის დისციპლინა, რომელიც რვა სხვადასხვა რთულ მოძრაობებს მოიცავს. შეჯიბრებაში 16 სტრონგმენი ჩაერთო, რომელთაგან რვამ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

მეორე დღეს შეჯიბრებების სირთულე განისაზღვრებოდა არასტანდარტული და მოუხერხებელი მოძრაობებით. ჭაბუკა ჭიღლაძემ წარმატებით გაართვა თავი სირთულეებს და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსგავსი