ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის ემზადებიან
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის ემზადებიან

2019 წლის 10-15 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქი სან დიეგო მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს (World Beach Games)  უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ქართველი სპორტსმენები მასშტაბური ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადებიან.

ბათუმში ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები შეიკრიბა. მოჭიდავეთა ვარჯიშს დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტებულია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით, მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი. მათ წინ ოთხი სალიცენზიო ტურნირი ელით.

პირველი ეტაპი 29 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართება. მოჭიდავეების შეკრება ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა.

წყარო – საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრესსამსახური

დატოვე კომენტარი