ქართველი რეჟისორის, ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებული გახდა
ქართველი რეჟისორის, ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებული გახდა. ამასთან, ფილმი ჰოლანდიელი კინოკრიტიკოსების საგანგებო პრემიითაც დაჯილდოვდა.
„თემო რე“ მსახიობისა და მწერლის, თემო რეხვიაშვილის სადებიუტო რომანის, „კურიერის ამბების“ ეკრანიზაციაა. მოკლემეტრაჟიან სურათში მთავარ როლს თავად თემო რეხვიაშვილი ასრულებს. მისი პერსონაჟი, თემო, პროფესიით მსახიობია, თუმცა კურიერადაც უწევს მუშაობა.
„საქართველოში ვითარება კატასტროფულია. რუსეთს იმპერიალისტური მისწრაფებებით სურს საქართველოს კონტროლი, ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა. ჩემი და თემოს მსგავსი ადამიანები ახლა ციხეში არიან და მათ წლების განმავლობაში ემუქრებათ პატიმრობა. ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა რეჟისორმა ანკა გუჯაბიძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.