ქართველი რაპირისტები მსოფლიო თასზე მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
პარიზში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ რაპირით ფარიკაობაში, რომელიც, ტრადიციულად, პიერ დე კუბერტენის სახელობის დარბაზში იმართება. ასპარეზობაში 254 რაპირისტი ჩაება. უკვე გამოვლინდა საუკეთესო 64 მონაწილე. ისინი ხვალ მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს ქართველმა მოფარიკავეებმა ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა. ღაღანიძემ ექვსიდან ხუთი, გალუაშვილმა კი ექვსიდან 4 შეხვედრა მოიგო. საუკეთესო 64 სპორტსმენში მოსახვედრად ღაღანიძე ჩი კა იეუნგს შეხვდა ჰონგ კონგიდან და მარტივად, 15-7 დაამარცხა. გალუაშვილმა კი მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 15-14 თურქი ტევფიკ ბურაქ ბაბაოღლუს სძლია. ქართველ მოფარიკავეებს მედლებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად თითო შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ, თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა. ლუკამ იაპონელ კიოსუკე მატსუიამასთან ორთაბრძოლა 5-15 დათმო, ლაშამ კი იტალიელ ფრანჩესკო ინგარიოლასთან 10-15 წააგო.