მექსიკაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ერთმანეთს გიორგი ხიზანიშვილი და გოგა ხახალაშვილი შეხვდნენ.
ასევე წარმატებულად იასპარეზა მექსიკის გრანპრის გათამაშებაზე პარატაეკვონდოში გიორგი ნიკოლაძემ, იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე პარასპორტსმენებს შორის რთული კონკურენციის ფონზე, ნიკოლაძემ პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო ბრძოლა და მესამე ადგილზე გავიდა.