ქართველი პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი ტაილანდის თასზე #1TVSPORT
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობა ეტლით ფარიკაობაში წარმატებით დაიწყო.
ტურნირის პირველივე დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს, სილვია ტაუბერს 15:12 სძლია, ხოლო ფინალში მასპინძელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გამოსვლას ხვალ განაგრძობს.
ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.