ქართველი პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი ტაილანდის თასზე #1TVSPORT
ქართველი პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი ტაილანდის თასზე #1TVSPORT

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობა ეტლით ფარიკაობაში წარმატებით დაიწყო.

ტურნირის პირველივე დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს, სილვია ტაუბერს 15:12 სძლია, ხოლო ფინალში მასპინძელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გამოსვლას ხვალ განაგრძობს.

ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.