ქართველი მსროლელები ხორვატიაში „დიდი პრიზის“ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას #1TVSPORT
დღეიდან ხორვატიის ქალაქი ოსიეკი 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში „დიდი პრიზის“ გათამაშების მასპინძელია.
ქალთა შეჯიბრზე ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე გამოვლენ, ხოლო ვაჟებში ძალებს ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და აკაკი მოსულიშვილი მოსინჯავენ.
გასულ კვირას ჩვენი გუნდის წევრებმა სლოვენიაში, ასევე “დიდი პრიზის” გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და 2 მედალი მოიპოვეს. შერეულ წყვილებში ფროდიაშვილი-მაჭავარიანის დუეტმა გაიმარჯვა, ხოლო ქალთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა.
საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა, ავსტრიის გუნდთან ერთად, მესამე ადგილი გაინაწილა.