ქართველი მსაჯი ახალგაზრდული ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში შეიყვანეს
ქართველი მსაჯი ახალგაზრდული ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში შეიყვანეს

ქართველი რეფერი ნიკოლოზ ამაშუკელი იმ 20 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯები შეირჩევიან.

საბოლოოდ, ტურნირზე მსაჯობის პატივი წილად ათ მსაჯს ერგება, ხოლო ქართველისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ის იძლევა, რომ მან ახალგაზრდულ ექვს ერზე ერთ-ერთი მატჩი, ინგლისი-იტალია იმსაჯა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

„ჩვენ სამივე ექსპერტისგან ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ“, – აღნიშნავს ამაშუკელი, – „ამ მატჩის შედეგებმა აჩვენა ჩვენი წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგი ჩვენს ირლანდიელ მეგობარ დევიდ მაკკისთან და ბევრი ამბობს, რომ ქართველი მსაჯები უფრო ხშირად უნდა მუშაობდნენ ამ დონეზე“.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ კვირის ბოლოს ნიკოლოზ ამაშუკელი კონტინენტალ შილდის ერთ-ერთ მატჩს განსჯის, რომელშიც ერთმანეთს იტალიური კლუბები – როვიგო და კალვიზანო შეხვდებიან.