ნიკოლოზ ამაშუკელს ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამსაჯო დებიუტი ჰქონდა

12:14, 05.06.2019

გუშინ, როსარიოში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მსაჯს, ნიკა ამაშუკელს, რომელმაც ფიჯი-საფრანგეთის მატჩზე იმსაჯა.  ნიკოლოზ ამაშუკელი ტურნირზე ერთადერთი მსაჯია, რომელიც მეორე რანგის ქვეყანას წარმოადგენს. ქართველმა რეფერიმ დაკისრებულ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვა.

წელს, ამ ტურნირამდე, ნიკოლოზ ამაშუკელმა „ჩელენჯ ქაფზე“ და ოცწლამდელთა ექვს ერზე იმსაჯა.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი

 

მსგავსი