ქართველი მორაგბეები რვა ერის შესახებ - დიდი სიხარული უკვე გადაფარა პასუხისმგებლობის გრძნობამ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში რვა ერის გათამაშებაში ჩაერთვება. ამ მეტად საპასუხისმგებლო ტურნირისთვის ჩვენი გუნდი უკვე ემზადება. „ახალ კვირაში“ გავიდა მეტად საინტერესო სიუჟეტი „ბორჯღალოსნების“ მზადებისა და ამოცანების შესახებ.

„ასეთი დონის ტურნირზე ჩვენი ნაკრების თამაშს გულშემეატივარი დიდი ხანია, ელის. ამისთვის უამრავმა ადამიანმა დიდი ხნის მანძილზე ბევრი იშრომა. ჩვენც გაგვეხარდა, მაგრამ სიხარული უკვე გადაფარა დიდმა პასუხისმგებლობამ, რომელიც ნარების 8 ერში თამაშით დაგვეკისრება,” – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.