ქართველი მორაგბეები იტალიასთან ნოემბერში, ფლორენციაში ითამაშებენ
ქართველი მორაგბეები იტალიასთან ნოემბერში, ფლორენციაში ითამაშებენ

რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს, ნოემბერში, იტალიის ქალაქ ფლორენციას ეწვევა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ისტორიაში მეოთხე ტესტ-მატჩს გამართავს. თამაში ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. არენა 45 000-მდე ადამიანს იტევს.

ამ სტადიონზე იტალიელ მორაგბეებს ორი თამაში აქვთ გამართული. 2010 წელს ისინი ავსტრალიასთან დამარცხდნენ, ხოლო 2016 წელს ისტორიაში პირველად მოუგეს სამხრეთ აფრიკას.

რაც შეეხება საქართველოსა და იტალიის ურთიერთშხვედრებს, აქ აშკარა უპირატესობა იტალიელების მხარესაა – სამი მატჩი, სამი მოგება.

პირველი შეხვედრა 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს.

2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში 51:7 მოგვიგო.

ბოლო თამაშს რაც შეეხება, ის 2003 გაიმართა იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 31:22.