ქართველი მოფარიკავეების შედეგი მსოფლიო თასზე
ქართველი მოფარიკავეების შედეგი მსოფლიო თასზე

იტალიის ქალაქ პადუაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ინდივიდუალური შეჯიბრი დასრულდა. ტოპ 64-ში გასული სამი ქართველი მოფარიკავედან საუკეთესო შედეგი მიხეილ მარდალეიშვილმა აჩვენა.

უძლიერეს 32 სპორტსმენს შორის ის ვაჟა რეჭიას დამაცხების შემდეგ მოხვდა. ორთაბრძოლა მარდალეიშვილმა ანგარიშით 15-6 მოიგო. მომდევნო მეტოქე, იტალიელი ენრიკო ბერე ანგარიშით 15-13 დაამაცხა, რვა საუკეთესოს შორის შესასვლელ შეხვედრაში კი, გერმანელ მაქს ჰარტუნგთან ანგარიშით 9-15 წააგო. სანდრო ბაზაძე T64-ში ასპარეზობას კორეელმა სანგუკ ოჰმა გამოთიშა.

ხვალ ქართველი მოფარიკავეები გუნდურ შეჯიბრში გამოვლენ.