ქართველი მოჭიდავეების წარუმატებელი გამოსვლა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონტზე #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც ჩვენი გუნდის წარუმატებელ გამოსვლად ფასდება. მესამე ადგილის მფლობელები ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ) და გოგა ოთინაშვილი (65 კგ) გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენმა ბიჭებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.