საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდული ნაკრები აბუ დაბიში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
პლანეტის პირველობაზე ცხრა ქართველი სპორტსმენი ისტორიაში პირველად გამოვა. მათთან ერთად ტურნირზე მწვრთნელის რანგში მიხეილ მესხი და რაულ თუთარაული იქნებიან.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლები საქართველოს ჩემპიონატზე შეირჩნენ და ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ჩემპიონები წარსდგებიან.
საქართველოს ნაკრები აბუ დაბიში 31 ივლისს გაემგზავრა, მსოფლიო პირველობა ხვალ, 2 აგვისტოს დაიწყება.