ქართველი მცველი ცხრა საუკეთესოში - ტაბიძეს რომელიმე დიდი კლუბი წაიყვანს
ქართველი მცველი ცხრა საუკეთესოში - ტაბიძეს რომელიმე დიდი კლუბი წაიყვანს

„ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჯიმი ტაბიძე შემდეგ ზაფხულში უკეთეს კლუბში გადავა და „უფას“ რეკორდულ მოგებას მოუტანს“ – ეს სიტყვები გამოცემა „სპორტბოქსმა“ ჯიმი ტაბიძეზე დაწერა.

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი რუსულმა გამოცემამ სეზონის საუკეთესო მცველობის ცხრა კანდიდატს შორის დაასახელა. ჯიმი ტაბიძემ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემაა. რაც მთავარია, ის საიმედო მცველად ჩამოყალიბდა.

„საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი ყველაზე ფასეული მოთამაშეა „უფაში“, რომელმაც ბოლო წლებში ტრანსფერებით ფულის შოვნა ისწავლა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ტაბიძე შემდეგ ზაფხულში უკეთეს კლუბში გადავა და „უფას“ რეკორდულ მოგებას მოუტანს. გუნდმა მასთან უნდა იჩქაროს კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც ორ წელიწადში მთავრდება. სხვაგვარად, ტაბიძეს რომელიმე დიდი კლუბი წაიყვანს. მისი საიმედო თამაშის წყალობით, სეზონში გაშვებული ყველაზე ცოტა გოლის მაჩვენებლით, ვადიმ ევსეევის გუნდი „ზენიტის“ შემდეგ მეორე ადგილზეა (19 გაშვებული ბურთი). ჯიმის კარგი ძირითადი მაჩვენებლები გააჩნია. ის პრემიერლიგის ლიდერ გუნდებშიც არ დაიკარგება“ – წერს გამოცემა.