ქართველი ლეგიონერები საფრანგეთში - დავითაშვილმა და მიქაუტაძემ ითამაშეს, ლუის ენრიკემ კვარაცხელია დაასვენა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები საფრანგეთში - დავითაშვილმა და მიქაუტაძემ ითამაშეს, ლუის ენრიკემ კვარაცხელია დაასვენა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. ქართველების გუნდებიდან „პარი სენ-ჟერმენმა“ და „სენტ-ეტიენმა“ მოიგეს, „ლიონი“ კი დამარცხდა.

ლიონელებმა გასვლითი მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „მონაკოსთან“ 0:2 დათმეს და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსები შეიმცირეს. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მონპელიეს“ 4:1 სძლია. პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა დიდი ხანია გაინაღდეს, მათი მთავარი საზრუნავი ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ამიტომ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა – „რეიმსი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და ლიგა 1-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. დავითაშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს.

ბოლო ტურის წინ „სენტ-ეტიენი“ 30 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, გუნდი პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.