ქართველი ლეგიონერები | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს დუბლით დაამარცხა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს დუბლით დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში გოლის გატანას შეეცადა, მაგრამ მისი დარტყმული მადრიდელთა მცველმა დაბლოკა. მეორე ტაიმში თამაში ერთხელ გაამწვავა, მაგრამ თანაგუნდელებმა შეტევა ვერ განავითარეს.

ანგარიში შესვენების შემდეგ გაიხსნა. სამეფო კლუბი კილიან მბაპემ 47-ე წუთზე დააწინაურა, მატჩის ბოლოს კი (90+3) ფრანგმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და „რეალს“ სამი ქულა მოუტანა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ივა გელაშვილის „პანსერაიკოსი“ გასვლაზე „ლარისასთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.4 ქულა.

რუმინეთის სუპერლიგაში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ საკუთარ მოედანზე „ბოტოშანი“ 2:0 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მატჩში 78 წუთი ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი 7.0 ქულით შეფასდა.

დიდი პაუზის შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონატში, „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნოდარ ლომინაძე, რომელმაც „გიმარაეშის“ წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა. შეხვედრა ლომინაძის გუნდმა 4:2 მოიგო. ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს სასტარტო შემადგენლობაში 2025 წლის 8 ნოემბერს ითამაშა.

ნიდერლანდების ერედივიზიეში „ტვენტემ“ და ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ ფრედ ითამაშეს – 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.