ქართველი კარატისტების წარმატება თეირანის საერთაშორისო ჩემპიონატზე (ვიდეო)
ქართველმა კარატისტებმა თეირანის საერთაშორისო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
21-22 დეკემბერს, ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური XV საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს ფედერაციის გუნდმა ზედიზედ მერვედ მიიღო მონაწილეობა და ასპარეზობა დიდი წარმატებით დაასრულა.
ამ პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც 20 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 9 მედალი მოიპოვა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო ირანის კარატეს ფედერაცია, ხოლო ტურნირი მსოფლიოს კარატეს ფედერაციის წესებით გაიმართა.
ოქროს მედლები მოიპოვეს: ნოდარ ხაჩიშვილმა – ვეტერანთა შორისინდივიდუალურ კატაში, დავით გელაძემ – ინდივიდუალურ კატაში 16-17 წლებს შორის, საბა აბუსერიძემ – ინდივიდუალურ კატაში 14-15 წლებს შორის, დემეტრე აბუსელიძემ – ინდივიდუალურ კუმიტეში 10-11 წლებს შორის -40კგ.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მზეჭაბუკ მახარაძემ – ინდივიდუალურ კატაში უფროსთა შორის, დავით გელაძემ – ინდივიდუალურ კუმიტეში 16-17 წლებს შორის -65 კგ, ილია ტაკიძემ – ინდივიდუალურ კატაში 10-11 წლებს შორის.
ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ: საბა აბუსერიძე – ინდივიდუალურ კუმიტეში 14-15 წლებს შორის -55კგ, დემეტრე აბუსელიძე – ინდივიდუალურ კატაში 10-11 წლებს შორის.