ქართველი ფეხბურთელები ინტელექტ-კლუბის ვარსკვლავების წინააღმდეგ (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვირტუალურ გადაცემა „რა? სად? როდის?“-ში მიიწვიეს და ქართული ინტელექტ-კლუბის ვარსკვლავების წინააღმდეგ ათამაშეს.
გიორგი მოსიძის, გიორგი ბაქრაძის, დავით რაფავასა და ქართული ინტელექტ-კლუბის სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ ფეხბურთელები ღირსეულად გამოიყურებოდნენ. საფეხბურთო და სხვა თემებზე დასმულ კითხვებზე სწორი პასუხები მეკარე გიორგი მაკარიძემ, თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გასცეს.
გადაცემის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მოსიძემ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელების სტუდიაში მიწვვევის სურვილი გამოხატა.