ქართველი ძიუდოისტები გუანჯოუში, წლის დამაგვირგვინებელ ტურნირზე იასპარეზებენ
15 დეკემბერს გუანჯოუში ჭიდაობა ძიუდოში წლის დამაგვირგვინებელი ტურნირი გაიმართება. პირველ დღეს ვაჟთაგან 60, 66 და73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტები იჭიდავებენ. ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი გუანჯოუში პირველ ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე ჩინელი უი შანგი იქნება.
ამავე წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე შეხვედრას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რობერტ მშვიდობაძესთან გამართავს.
ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ვაჟა მარგველაშვილს პირველ წრეში კუბელი ოსნიელ სოლისი ხვდება.
ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ბილალ ცოლოღლუსთან იჭიდავებს.
წინასწარი შეხვედრები 07:00 საათზე დაიწყება.