ქართველი ბურჯი „ბრივში“ კიდევ ორი სეზონი ითამაშებს
ქართველი ბურჯი „ბრივში“ კიდევ ორი სეზონი ითამაშებს
ლუკა ჯაფარიძემ „ბრივთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ქართველი მორაგბე ფრანგულ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ჯაფარიძე „ბრივში“ 2018 წლიდან ირიცხება და პირველ წელს ესპუარებში თამაშობდა. ქართველმა ბურჯმა ბრივის შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე და ტოპ 14-ში იასპარეზა. 2018 წელს კი ჯაფარიძემ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასზეც ითამაშა.
ლუკა ჯაფარიძე: „მიხარია, რომ ბრივში დავრჩი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, ყველაფერი საუკეთესო წინ არის“
ხავიერ რიკი – „ბრივის“ გენერალური დირექტორი:
„ლუკამ დაამტკიცა, რომ მას ჩვენს კლუბში განვითარების სურვილი აქვს. ის გუნდის ღირსეული წევრია და მოხარულები ვართ, რომ ორი სეზონი კვლავ ჩვენთან ერთად იქნება.“

დატოვე კომენტარი