ქართველი არბიტრები ევროტურნირებზე - ყრუაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზეც იმსაჯა #1TVSPORT
ქართველი არბიტრები ევროტურნირებზე - ყრუაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზეც იმსაჯა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის „ფერენვცაროშმალიეტუვას „ჟალგირისს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სამწუხაროდ, უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ლაშა დვალს და გიორგი ხარაიშვილს არც უთამაშია. მაგრამ მოედანზე ქართველები იყვნენ, თანაც ერთდროულად სამი – უეფა-მ მატჩის განსჯა ქართულ ბრიგადას მიანდო. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ეხმარებოდნენ ლევან ვარამაშვილი და დავით ახვლედიანი, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი გახლდათ.

ყრუაშვილის ბრიგადამ უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის არაერთ შეხვედრაზე იმუშავა, მათ შორის, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და გერმანია-პორტუგალიის ფინალიც განსაჯა. შემდეგი ეტაპი ჩემპიონთა ლიგის თამაშები იყო და უეფა-ს გადაწყვეტილებამ არ დააგვიანა.

კიდევ ერთი ქართული ბრიგადა დღეს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმუშავებს. ლატვიის ქალაქ იურმალაში „რიგა ფც“-ისა და უნგრეთის „პუშკაშის“ მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი მოემსახურება, რომელსაც ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯად ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.