ქართველი არბიტრები ერთა ლიგაზე | ყრუაშვილმა ფინეთი-ინგლისის შეხვედრა განსაჯა #1TVSPORT
ერთა ლიგის მატჩი ფინეთსა და ინგლისის ნაკრებებს შორის გიორგი ყრუაშვილის ქართულმა ბრიგადამ განსაჯა.
ჰელსინკის „ოლიმპია სტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში ყრუაშვილს ასისტენტის როლში ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო, ხოლო VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა.
ერთა ლიგის B2 ჯგუფის შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა – 1:3. ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება იმდენად მშვიდობიანი გამოდგა, ქართველ არბიტრს ერთი ყვითელი ბარათიც არ გამოუყენებია.