ქართველმა არბიტრმა გიბრალტარი-ლიეტუვას მატჩში წითელი ბარათი ორ ფეხბურთელს აჩვენა #1TVSPORT
ქართველმა არბიტრმა გიბრალტარი-ლიეტუვას მატჩში წითელი ბარათი ორ ფეხბურთელს აჩვენა #1TVSPORT

უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი აუტის შეხვედრას გიბრალტარის და ლიეტუვის ნაკრებებს შორის ქართველი მსაჯების ბრიგადა მოემსახურა.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, რომელსაც ასისტენტობას ლევარ ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ.

გიბრალტარისა და ლიეტუვის ნაკრებთა შეხვედრა ბალტიისპირელების გამარჯვებით 1:0 დასრულა. მატჩი კი დაძაბული გამოდგა, რომლის მსვლელობაზეც გავლენა ქართველი არბიტრის გადაწყვეტილებამ იქონია.

თამაში უხეში გამოდგა და გიორგი ყრუაშვილს 6 ყვითელი და 2  წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. ქართველმა არბიტრმა 26-ე წუთზე გიბრალტარის მეკარე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა, ხოლო 71-ე წუთზე მოედანი ლიეტუველების მცველსაც დაატოვებინა.