ქართველების წარმატებული თამაშები რუსეთში - ჯიმი ისევ არ უშვებს, საბამ გასვლაზე მოიგო
ქართველების წარმატებული თამაშები რუსეთში - ჯიმი ისევ არ უშვებს, საბამ გასვლაზე მოიგო

რუსეთის პრემიერლიგაში 22-ე ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართა, რომლებიც ქართველების გუნდებმა წარმატებით დაასრულეს.

ზედიზედ მეორე მატჩია, „უფა“ და ჯიმი ტაბიძე რუსული ლიგის გრანდებთან გასვლაზე გოლს არ უშვებენ. ამჯერადაც ქართველის გუნდმა 0:0 ითამაშა, ტაბიძემ კი მაღალი შეფასებები დაიმსახურა: საერთაშორისო ფეხბურთისა და სტატისტიკის ინტერნეტ-გვერდმა „ჰუსკოდრმა“ (whoscored) მისი თამაში 10-ქულიან სისტემაში 7,3-ით შეაფასა, ხოლო „სოფასკორმა“ (sofascore) 6,9 ქულით.

საბა კვირკველიას გროზნოს „ახმატთან“ მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს და ქართველი მოსკოვის „ლოკომოტივს“ გასვლაზე „როსტოვთან“ მოგებაში ადეხმარა – 1:3. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის თამაში „სოფასკორმა“ 6,7 ქულით შეაფსა, ხოლო „ჰუსკორდმა“ – 6,9-ით.

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „უფა“ 27 ქულით – მეცხრეზე.