გაიმართა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები, რომელშიც ქართვეკმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.
„გრენობლმა“ „ბრივი“ 34:22 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი გიორგი პერტაიამ და გიორგი ჯავახიამ შეიტანეს – ქართველმა ლეგიონერებმა ლელოების დადება მოახერხეს. პერტაიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე ლელოა, ჯავახიამ კი მეხუთედ მოახერხა მეტოქის დალელოვება.
„ორიაკი“ სტუმრად 17:43 დამარცხდა „აჟენთან“. 17-დან 7 ქულა „ორიაკს“ თედო აბჟანდაძემ მოუტანა – საქართველოს ნაკრების მგეზავმა ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად.