ქართველები უნგრეთში - მხოლოდ ლაკვეხელიანმა გაიმარჯვა #1TVSPORT
ქართველები უნგრეთში - მხოლოდ ლაკვეხელიანმა გაიმარჯვა #1TVSPORT

უნგრეთში ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ბოლო დროს, ქართველები ამ ქვეყნის მოედნებზე ადრინდელივით წარმატებულად ვერ თამაშობენ.

გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ სტუმრად მტკ-სთან 1:2 დამარცხდა – ქართველი თავდამსხმელი 53-ე წუთზე შეცვალეს.

ასეთივე ანგარიშით წააგო ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ გასვლაზე „კიშვარდასთან“. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

უნგრეთში შეუცვლელად მხოლოდ ლუკა ლაკვეხელიანმა ითამაშა, რომლის „მეზოკოვეშდმაც“ სტუმრად „დიორმეტი“ 1:0 დაამარცხა.

ლაშა დვალი სათადარიგოთა შორის დარჩა „ფერენცვაროშში“, რომელიც მოულოდნელად შინ პუშკაშის აკადემიას დაუზავდა 1:1. გიორგი ხარაიშვილი განაცხადშიც არ ჩანს, რისი მიზეზებიც უცნობია.

15 ტურის შემდეგ 32 ქულით გათამაშებას „ფერენცვაროში“ ლიდერობს, ზივზივაძისფეჰერვარი“ (23) მეოთხე პოზიციაზეა, ლაკვეხელიანისმეზოკოვეშდი“ (22) – მეხუთეზე, ხოლო ბერიძის „უიპეშტი“ (15) – მეთერთმეტეზე.